- Advertisement -

ანა წითლიძემ პროკურატურაში, ზუგდიდის მერსა და m2 შორის შესაძლო კორუფციული გარიგების შესახებ განცხადება შეიტანა

ენმს ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარის ანა წითლიძის განცხადებით, ზუგდიდის მერის გეგა შენგელიას გადაწყვეტილებით, ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორია გაიყიდა და კომპანია m2-ს ამის საფასურად უნდა შეესრულებინა რამდენიმე ვალდებულება, მათ შორის, თავისი ხარჯებით უნდა გადაეტანა ყინულის სახლი და ასევე, უნდა მოეხდინა ზუგდიდში პროფესიული კოლეჯის რეაბილიტაცია,თუმცა ვიდრე აღიშნული კომპანია აუქციონს მოიგებდა, ყველა ზუგდიდელი მოატყუეს და აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს აწერს ქალაქის მერი, სატენდერო პირობები არის შეცვლილი და კომპანია m2 ამ პირობებისგან არის გათავისუფლებული,რის შედეგადაც ზუგდიდის ბიუჯეტმა 300 000 ლარის ზარალი.

ოპოზიციის ლიდერმა ზუგდიდის რაიონულ პროკურატირაში აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა და აღნიშნა რომ ზუგდიდის მერსა და m2 შორის კორუფციული გარიგება შედგა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ენმს ზუგდიდის ფრაქციის ხელმძღვანლის ანა წითლიძის ბრალდებები უსაფუძვლო და რეალობას მოკლებულია. ასე გამოეხმაურა ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია ანა წითლიძის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის მერი კომპანია M 2 თან კორუფციულ გარიგებებშია.

შენგელიას თქმით, აღნიშნული კომპანია თავიდან შემოსული იყო საინვესტიციო ვალდებულებით, რომ სიმბოლურ ფასად მომხდარიყო მათთვის მიწის ნაკვეთის გადაცემა, სადაც ისინი განახორციელებდნენ რვა მილიონი დოლარის ინვესტიციას და ყინულის სახლს თავისი სახსრებით გადაიტანდნენ სხვაგან, რაშიც უნდა დაეხარჯათ სამი მილიონი ლარი, მაგრამ მერიამ გამართა კონსულტაციები სამოქალაქო სექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებგან და მათ შორის ოპოზიციაც. მიიღეს გადაწყვეტილება რომ აღნიშნული ქონება არა სიმბოლურ ფასად, არამედ შეფასებით გასულიყო აუქციონზე . აუქციონის შედეგად მერიამ მიიღო 7 მილიონ ორასი ათას ლარზე მეტი და M2 დაეკისრა ინვესტიციის განხორციელება, ხოლო მერიის ვალდებულებაში დარჩა ამ ყინული მოედნის დემონტაჟი. ამ ქმედებით ჩვენი გაცილებით მეტი ეფექტი მივიღეთ.

რაც შეეხება, ინფორმაციას ტერიტორიის გაყიდვასთან დაკავშირებით, როგორც ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ განმარტა, M2 არ ყიდის და ეს აფსურდია. თუ გაყიდა და ვალდებულება არ შეასრულა, გადახდილი თანხა და მიწის ნაკვეთი დარჩება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

Comments
Loading...