- Advertisement -

აჭარაში 10 საათისთვის საკუთარი არჩევანი 8,135 ადამიანმა დააფიქსირა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მეორე ტურში, ამომრჩევლის აქტივობა 10 საათისთვის N30 (ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქი) ოლქი – 3934 ამომრჩეველი , რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთრაოდენობის 4,06%-ა და N28 (ბათუმისმაჟორიტარულ საარჩევნო ოლქი) – 4201 ამომრჩეველი, რაც რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთრაოდენობი 2,85%-ს შეადგენს.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს მეორე ტურისათვის აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში ჯამში შეადგენს – 243 892 ამომრჩეველს.

28-ე ბათუმისა და 30 -ე ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი ორ ბიულეტენს მიიღებს, ყვითელს – აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული, ხოლო ვარდისფერს – საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის.

Comments
Loading...