- Advertisement -

აჭარაში, საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორები აღარ მოეწყობა

აჭარაში, საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორები აღარ მოეწყობა, ინფორმაცია ამის შესახებ, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კირთაძემ გაახმოვანა.

კირთაძესთან ერთად, განცხადების გაკეთებისას, ბრიფინგზე იმყოფებოდნენ „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები. „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, პროტესტის აღნიშნული ფორმით გამოხატვაზე უარის თქმის მიზეზი გახდა ის, რომ მათი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პროკაციებისთვის ემზადებოდა.

„გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ სუს-ი ემზადებოდა პროვოკაციებისთვის. დანამდვილებით ვიცით, რომ პოლიცია განერიდებოდა სიტუაციას და სუს-ის მიერ ორგანიზებული ჯგუფები მოახდენდნენ დაპირისპირებას. ამიტომაც, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს მშვიდობიანი აქციები, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ორგანიზატორისთვის ითვალისწინებდა სირცხვილის კორიდორს, აღარ გაიმართება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი კირთაძემ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ამომრჩევლებს, არ მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურში.

Comments
Loading...