- Advertisement -

აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გარემოვაჭრეების აქცია-პერფომანსის ფონზე მიმდინარეობს

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც პლენარულ სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ანგარიში უნდა წარადგინოს, გარემოვაჭრეები მივიდნენ და პერფომანსის სახით, გასაყიდი საქონელი, პირდაპირ შესასვლელის კიბეებთან გაშალეს.

გარემოვაჭრეები, პროტესტის ამ ფორმით, გარევაჭრობის დროებით დაშვებას ითხოვენ. მათივე თქმით, საუბარია 10 პირზე. აქციის მონაწილეების თქმით, მერიის ინსპექტირების სამსახური მათ დაჯარიმებას უპირებს, რისი დაფარვის სახსრებიც არ გააჩნიათ. გარემოვაჭრეებს მხარდაჭერას არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივა” უცხადებს და პანდემიის პირობებში ამ გარემოვაჭრეებისთვის გამონაკლისის დაშვებას მოითხოვს.

Comments
Loading...