- Advertisement -

აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების გამო, დროებით შეწყდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელზეც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ანგარიში უნდა წარედგინა, დროებით შეწყდა.

მიზეზი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონის მოთხოვნა გახდა, სხდომას დასწრებოდნენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც უმაღლესი საბჭოს შენიბასთან არიან შეკრებილები და მთავრობის თავმჯდომარისგან ითხოვენ პასუხს, თუ რა ფორმით დაეხმარება მათ ხელისუფლება, პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე.
ელგუჯა ბაგრატიონის მოთხოვნა, მოქალაქეების სხდომაზე დაშვებასთან დაკავშირებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ არ დააკმაყოფილა. დავით გაბაიძის თქმით, ის თავად წყვეტს, ვინ დაესწრება სხდომას და ვინ არა, რასაც მათ შორის კამათი და ოპოზიციონერი დეპუტატის დაჯარიმება მოჰყვა, მოგვიანებით კი შესვენების გამოცხადდა.
როდის განახლდება სხდომა, ამ დროისთვის უცნობია.

Comments
Loading...