- Advertisement -

აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა მწვავე კამათის ფონზე განახლდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა განახლების შემდეგ, კვლავ მწვავე კამათის ფონზე გაიხსნა. ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს, ანგარიშის წარდგენა ამ დრომდე არ დაუწყია.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის ელგუჯა ბაგრატიონისგან მოითხოვდა, დარბაზი დაეტოვებინა, რაზეც ბაგრატიონმა უარი განაცხადა. ხანგრძლივი კამათის შემდეგ, ბაგრატიონს სხდომის დატოვება მაინც მოუწია.

ელგუჯა ბაგრატიონი მოითხოვდა, სხდომას დასწრებოდნენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც უმაღლესი საბჭოს შენიბასთან არიან შეკრებილები და მთავრობის თავმჯდომარისგან ითხოვენ პასუხს, თუ რა ფორმით დაეხმარება მათ ხელისუფლება, პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე. საუბარია გარემოვაჭრეებზე, რომლებიც უმაღლეს საბჭოსთან აქცია-პერფომანსს მართავენ.
ელგუჯა ბაგრატიონის მოთხოვნა, მოქალაქეების სხდომაზე დაშვებასთან დაკავშირებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ არ დააკმაყოფილა. დავით გაბაიძის თქმით, ის თავად წყვეტს, ვინ დაესწრება სხდომას და ვინ არა, რასაც მათ შორის კამათი და ოპოზიციონერი დეპუტატის დაჯარიმება მოჰყვა, მოგვიანებით კი შესვენების გამოცხადდა.

Comments
Loading...