- Advertisement -

ბაღდათში, სოფელ წითელხევში მდინარე კორისწყალზე არსებული ხიდი ჩაინგრა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში მდინარე კორისწყალზე არსებული ხიდის სავალი ნაწილი დღეს დილით ჩაინგრა.

ხიდის დაზიანება წითელხევის შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისშესრულების დროს სატვირთო ავტომობილების გადაადგილებისას მოხდა.
აღნიშნული ხიდი გასული საუკუნის 50-იან წლებია აშენებული.

ხიდის დაზიანებამ გამოიწვია საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეჩერება. ასევე ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეექმნა.
სოფელ წითელხევში ადგილზე იმყოფებოდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები .
დღესვე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამარტივებული შესყიდვის უფლების მო თხოვნით და დაიწყება რეაბილიტაცია.

Comments
Loading...