- Advertisement -

ბათუმში ავტომანქანა პირდაპირ სავალ ნაწილზე ამოტრიალდა

ბათუმში, სწრაფად მოძრავი ავტომანქანა პირდაპირ ქუჩაში,ლ ყოველგვარი ბარიერისა და შეჯახების გარეშე ამოყირავდა. შემთხვევა ტბელ აბუსელიძის ქუჩაზე მოხდა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, მათ შორის მძღოლი, რომელიც მანქანას მართავდა. ის შემთხვევას უვნებლად გადაურჩა. ამოყირავებული ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა და ფაქტის შემსწრე მოქალაქეებმა დააბრუნეს ჩვეულებრივ მდგომარეობაში.

შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

Comments
Loading...