ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა რეგიონები დამატების თარიღი 15 მაისი, 2020 4 ბათუმში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ერთდროულად 3 ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაზიანებები ორმა პირმა მიიღო, მათგან ერთ-ერთი მოგვიანებით დაიღუპა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავარიაბათუმი