- Advertisement -

ბათუმში ლაბორატორიულად გამოკვლეულ 424 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა

ბათუმის 2 ლაბორატორიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოკვლეულ 424 პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

უკვე მეცამეტე დღეა, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა აჭარაში 14 მარტს დაფიქსირდა. დღემდე, კორონავორუსზე ლაბორატორიულად გამოკვლეულია 7 800-მდე ადამიანი.

Comments
Loading...