ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს ბათუმირეგიონები დამატების თარიღი 18 მაისი, 2020 21 ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ადგილზე გაეცნო. სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია. აღნიშნული საბავშვო ბაღი 210 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 913 ათას ლარს შეადგენს. საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ბათუმიმერი