- Advertisement -

Choose your favourite colour – აჭარის რეკლამა BBC-ზე (ვიდეო)

“Choose your favourite colour” – ამ სლოგანით აჭარის რეკლამა BBC World-ზე ტრიალებს. 200-ზე მეტ ქვეყანაში რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პოტენციალს მილიონობით მაყურებელი ეცნობა. ტელეკომპანიის ეთერით აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლი „აჭარის ფერები“ გადის, რომლის განახლებულ ვერსიაზეც BBC-მ იმუშავა.

“2018 წელი აქტიური იქნება რეგიონის რეკლამირებისა და პოპულარიზაციის კუთხით ჩვენს სამიზნე ქვეყნებში. უკვე დავიწყეთ აქტიური სატელევიზიო რეკლამა BBC-ის ეთერით, რაც გარდა აჭარის ტურისტული პოტენციალის გაცნობისა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. გარდა BBC-სა ჩვენ რეკლამას ვიწყებთ ევრონიუსსა და დოიჩეველეზე, რაც სატელევიზიო რეკლამის გარდა აჭარის შესახებ სიუჟეტების მომზადებას ითვალისწინებს. ბუნებრივია ამას დაემატება სატელევიზიო რეკლამა, გადაცემები და სიუჟეტები უკვე 16 სამიზნე ქვეყნის ადგილობრივ ტელევიზიებში. ჩვენი სარეკლამო აქტივობები ასევე მოიცავს ონლაინ რეკლამას, გარე რეკლამას, სამიზნე ქვეყნებიდან ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების მომწვევას აჭარაში, რათა მათ უკეთ შეძლონ აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია ჩვენს პოტენციურ ტურისტებთან,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 

Comments
Loading...