Covid 19-ით ინფიცირებული დედოფლისწყაროელი მძღოლის არცერთ კონტაქტს ვირუსი არ დაუდასტურდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტირეგიონები დამატების თარიღი 1 ივნისი, 2020 13 დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ტესტირება მძღოლის 10 კონტაქტს ჩაუტარდა. “კონტაქტები იყო ძალიან მცირე, ის კარგად იცავდა თვითიზოლაციას. ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია. ამის მიუხედავად, მისი ოჯახის წევრებს მაინც გადავიყვანთ კარანტინში და დაველოდებით ორი კვირის გასვლას. ეს შემთხვევა არის იმპორტირებული რუსეთიდან, ეპიდემიოლოგიურად, არ ითვლება ადგილზე დაფიქსირებულად ანუ კახეთი მაინც რჩება მწვანე ზონად,, – განაცხადა ხიზანიშვილმა. ცნობისათვის, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი საქართველოში მოსკოვიდან თანმხლებ პირთან ერთად შემოვიდა, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. დედოფლისწყაროკორონა