- Advertisement -

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ე.წ. “სულაანთ უბნის” საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში განახლდა.

მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, პავლე თავაძესთან ერთად სოფელ გამარჯვებაში ე. წ. ,,სულაანთ უბნის ‘’ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში აღნიშნული გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს რკინა-ბეტონის ანაკრები ღარის მოწყობა, რის შემდეგაც დაეგება ასფალტის საფარის პირველი ფენა.
სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.
პროექტის ღირებულება 317 607 ლარს შეადგენს.

Comments
Loading...