დმანისის მერმა სოფელ მთისძირში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეა დმანისის მუნიციპალიტეტიდმანისის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 15 მაისი, 2020 6 დმანისის მუნიციპაიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში წყლის სათავე ნაგებობის, შემკრების/რეზერვუარისა და მაგისტრალური ხაზის მოწყობის სამუშაოების პროცესი ადგილზე პირადად შეაფასა. პროექტის ღირებულება 1`068 169 ლარს შეადგენს. სასმელი წყალით უზრუნველყოფილი იქნება დმანისის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი: ამამლო, ბაზაქლო, მამიშლო, ვაკე, ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, დალარი, ჯავახი. პროექტის განხორციელდება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი: სათავე-ნაგებობის, მაგისტრალური მილსადენისა და რეზერვუარის პროექტირება. მეორე ეტაპი: რეზერვარის ტერიტორიაზე წყლის გაუსნებოვნების შენობა და ტექნოლოგია და ქსელის მოწყობა სოფლებამდე. ასევე სოფლების შიდა ქსელების კვლევა და გამრიცხველიანება, SCADA-ს სისტემის მოწყობა. ადგილზე, სამუშაოები, კორონა-ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება დმანისი