- Advertisement -

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას 500 ერთეული სახის დამცავი ფარი UNDP-მა გადასცა

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ტატუაშვილმა, მუნიციპალიტეტში მოქმედ სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს სახის დამცავი ფარები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ დმანისის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა მიმდინარე წლის 8 მაისს. სავაჭრო დაწესებულებაში სრულადაა დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, რასაც ზედამხედველობას უწევენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები.

ბაზრის ადმინისტრაცია COVID 19-ით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოფს მომხმარებელთა ნაკადის დაცვას, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი შესაბამისი ნიშნების მითითებით გაიმიჯნა. ასევე, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია ხორციელდება ინტენსიურად, ხოლო ბაზრის ფუნქციონირების განახლების შემდეგ, ტერიტორიაზე მყიდველები პირბადის და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან.

Covid-19-ის საწინააღმდეგო პრევენციის ღონისძიებები გრძელდება მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

Comments
Loading...