გურიაში ეროვნული დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა გურიის მხარერეგიონები დამატების თარიღი 26 მაისი, 2020 9 გურიაში ეროვნული დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პანდემიიდან გამომდინარე მოკრძალებულად აღინიშნა. ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლის წინ ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა „გურია“ და „ამაღლება“საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, დაცული იყო დისტანციაც. ღონისძიებას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ 26 მაისი საზოგადოების ერთიანობის და თავისუფლების დღეა. ვამაყობ და ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომლებმაც ხელი მოაწერეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ყველას გილოცავთ ჩვენს უმთავრეს დღესასწაულს, ეს დღე ჩვენია“! – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. 26 მაისიგურია