- Advertisement -

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჭანდარისა და ძირკოკის მოსახლეობას სტაბილური წყალმომარაგება ექნება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს პროექტების განხორციელებს იმ სოფლებში, სადაც წყალმომარაგება ათეული წლებია პრობლემას წარმოადგენს.

მორიგი ტენდერი მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჭანდარისა და ძირკოკის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე. წინადადებების მიღება 1 დეკემბერს დასრულდება. დაგეგმილი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 27 თვეში უნდა დაასრულოს.

დღეის მდგომარეობით, ჭანდარსა და ძირკოკში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს. ათეული წლების განმავლობაში მოსახლეობას წყალი კვირაში 2-3-ჯერ რამდენიმე საათით მიეწოდება, ზაფხულის პერიოდში კი შესაძლოა კვირაში ერთხელ მიიღონ. ადგილობრივების ძირითად ნაწილს წყალი ავზებიდან ინდივიდუალურად აქვს გაყვანილი, წყალი არ იქლორება.
დაგეგმილი პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭაბურღილებს და რეზერვუარს. მოეწყობა საქლორატორო, მაგისტრალური მილდენი, წყალმომარაგების ქსელი, რეზერვუარი.
პროექტის დასრულების შემდეგ 3 500-მდე ადგილობრივს ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. სამუშაოებს 10,5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

Comments
Loading...