იმერეთში კარანტინის რეჟიმში 151 მოქალაქე რჩება იმერეთის მხარერეგიონები დამატების თარიღი 29 მაისი, 2020 13 მათ ნაწილს დღის განმავლობაში კორონავირუსზე ანალიზს აუღებენ, ამის შემდეგ გადაწყდება რამდენი დატოვებს საკარანტინო სივრცეს. ამის შესახებ “აიპრესს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა. ასევე თვითიზოლაციაში გადავიდნენ სატვირთო ავტომობილის მძღოლთან კონტაქტები. როგორც ცნობილია მძღოლი წყალტუბოს მკვიდრია. გიორგიძის თქმით მან ცხელების ცენტრს დროულად მიმართა და მისი კონტაქტების წრე ძალიან მცირეა. იმერეთიკარანტინი