- Advertisement -

კახეთი კვლავ ინარჩუნებს “მწვანე ზონის” სტატუსს

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 192 ნიმუშიდან 105-ის პასუხი უარყოფითია, დანარჩენი ნიმუშებიზ შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 34 მოქალაქე იმყოფება.

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, 10 ლოკაციაზე იმყოფება 473 მოქალაქე.

ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალის, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარების და მათი მომვლელების, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, კარანტინში მყოფი პირების, საბაჟოს თანამშრომლების.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2407 ნიმუში, აქედან 894 მედპერსონალია, 679 კარანტინის სივრცეში მყოფი მოქალაქეები. ცნობისათვის, კახეთის რეგიონში covid-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

Comments
Loading...