- Advertisement -

კახეთიდან ლუგარის ცენტრში გადაგზავნილი 10 ნიმუშის პასუხი covid 19-ზე კვლავ უარყოფითია

თვითიზოლაციაში იმყოფება 1 მოქალაქე. 1 ადამიანს კი ექიმების მეთვალყურეობის რეკომენდაცია მოეხსნა.

რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 4 ლოკაციაზე ამ ეტაპზე, 99 მოქალაქე იმყოფება.

ნიმუშების აღება გრძელდება როგორც კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს.
კერძოდ, მოწმდება სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.

ჯამში, კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 4636 ნიმუში, აქედან 1484 მედპერსონალია, 1728 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი – 223, ტრაილერის მძღოლი 33.

Comments
Loading...