- Advertisement -

კახეთში, 13 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. ამ ეტაპზე, რეგიონში Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

10 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 13 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია.

თვითიზოლაციაში იმყოფება 26 მოქალაქე, ექიმების მეთვალყურეობა მოეხსნა 16 მოქალაქეს.

რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 11 ლოკაციაზე იმყოფება 529 მოქალაქე.

ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე, გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც მიმდინარეობს, კერძოდ ტესტირება უტარდება სამედიცინო პერსონალს, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს, შშმ პირებს და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებს და მათი მომვლელებს, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს, კარანტინში მყოფ პირებს, საბაჟოს თანამშრომლებს.
ჯამში კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2118 ნიმუში, აქედან 842 მედპერსონალია, 557 კარანტინის სივრცეში მყოფი მოქალაქეები.

Comments
Loading...