- Advertisement -

ხაშურში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები სტანდარტების სრული დაცვით განახლდა.

გაგრძელდა სოფელ მცხეთიჯვრიდან წაღვლამდე გზის მშენებლობის სამუშაოები.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა.

მათი განმარტებით, პროექტი ორწლიანია, თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 947 999 ლარს შეადგენს.

სოფელ მცხეთიჯვრიდან წაღვლამდე გზის მოასფალტების პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლების მცხოვრებთათვის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების ყველა პირობა იქნება შექმნილი.

Comments
Loading...