- Advertisement -

ხულოს პირველ საარჩევნო უბანზე, პირველი ამომრჩეველი, “ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო

ხულოს პირველ საარჩევნო უბანზე, პირველი ამომრჩეველი, თავად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანზორ ბოლქვაძე იყო, ის ხმის მისაცემად 8 საათზე მივიდა.

ანზორ ბოლქვაძე ოპოზიციის პრეტენზიას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ არჩევნების პირველ ტურში დამდგარი შედეგი, ამომრჩევლის კეთილი ნებაა, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.

„არ იღებენ მონაწილეობას, მაგრამ საარჩევნო ბიულეტენებში დაფიქსირებულია მათი სახელი და გვარი და ამომრჩეველი რას გადაწყვეტს, მათ ნებასა და სურვილზეა დამოკიდებული. ოპოზიციის მხრიდან არსებობს პრეტენზიები, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ არაფერი გაყალბებულა და ჩვენ მოსახლეობის აზრს უნდა ვცეთ პატივი“,-განაცხადა, ხმის მიცემის შემდეგ, ანზორ ბოლქვაძემ.

აჭარის მაღალმთიანეთში, დღეს საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური იმართება, ერთმანეთს ანზორ ბოლქვაძე მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან მიშა ბოლქვაძე უპირისპირდებიან. უმაღლესი საბჭოს მანდატისთვის ,,ქართული ოცნების“ სახელით ფრიდონ ფუტკარაძე, გაერთიანებული ოპოზიციიდან კი გია აბულაძე არიან კანდიდატები.

Comments
Loading...