ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ზოლთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს აფხაზეთირეგიონები დამატების თარიღი 20 მაისი, 2020 13 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ხურჩა- ნაბაკევის საოკუპაციო ზოლთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ადგილობრივების განცხადებით, ხდება ძველი ღობეების ახლით ჩანაცვლება და ბოძებზე ვიდეო-კამერების დამონტაჯება, რათა რუსმა სამხედროებმა პატრულირება გააძლიერონ. “გვესმის მძიმე ტექსნიკის ხმა, როგორც ხედავთ ძველი მავთუხლართები ახლით ჩაანაცვლეს, ასევე ბოძებზე დაამონტაჯეს ვიდეო-კამერები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასევე თხრიან დიდი ბარიერებს, თუმცა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოსულან, წყლის იქეთ რაც იყო ტერიტორიაზე, ანუ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავლებენ ახალ მავთუხლარტებს,”-აცხადებენ ადგილობრივები. ზუგდიდიოკუპაცია