- Advertisement -

კომპანია, რომლის ობიქტზეც 28 წლის მუშა დაიღუპა, იანვარში დაჯარიმებული იყო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის

კომპანია, რომლის მშენებარე ობიექტზეც, დღეს, ბათუმში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ მუშა დაიღუპა, ბათუმის მერიის ინფორმაციით, იანვარში უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის 30 ათასი ლარით დაჯარიმდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, სამშენებლო სამუშაოებს შპს ,, სი ემ სი მეზღვაური” აწარმობს.

„აღნიშნული კომპანიის მიმართ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიმდინარე წლის იანვრის თვეში დაწყებულია სამშენებლო ადმინისტრაციული სმართალწარმოება უსაფრთხოების წესების დარღვევაზე. სამართალწარმორბის ფარგლებში აღნიშნული კომპანია მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაჯარიმებული იქნა 30 000 ლარით და მიმდინარეობს საქმისწარმოება. არსებული 477 და 361 საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ობიექტზე უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში ინსპექცია შესაძლებლობას მოკლებულია სამუშაოების შეჩერება მოითხოვოს“,-განმარტავენ ბათუმის მერიაში.

Comments
Loading...