- Advertisement -

ლეჩხუმში სახალხო რელიგიური დღესასწაული “ხვამლობა” აღინიშნა

2200 მეტრზე,ლეგენდარულ ხვამლის მთაზე ,წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, წირვა აღავლინა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.

,,ხვამლობა” მოძრავი დღესასწაულია და ყოველთვის სულთმოფენობის წინა დღეს აღინიშნება.

ვრცელ ღია სივრცეში სოციალური დისტანციის და წესების დაცვა არ იყო რთული ლეჩხუმიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოსული მომლოცველებისა და ტურისტებისთვის.

დღესასწაულს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,ადგილობრივი მთავრობის სხვა წარმომადგენლები,ჩამოსული სტუმრები.

Comments
Loading...