- Advertisement -

მთავრობის გადაწყვეტილებით თელავის მერიას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ფინანსური რესურსი გამოეყოფა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები 15 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღწერას აწარმოებენ. კომიისის მიერ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 200 – ზე მეტი დაზიანებული საცხოვრებელი სახლი იქნა აღწერილი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, გამოეყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი და მოხდება საცხოვრებელი სახლების სახურავების სრული და ნაწილობრივი ამოცვლა. აღნიშნულთან დაკავშირებით იმსჯელეს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი, რწმუნებულის მოადგილეები და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი ესწრებოდნენ.

Comments
Loading...