- Advertisement -

ნადარბარზავში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

784 221 ლარი მოხმარდება ნადარბაზევში შიდა გზების რეაბილიტაციას.სარეაბილიტაციო მონაკვეთების სიგრძე ჯამში 2 532 მეტრია.

გზის აღნიშნულ მონაკვეთებს მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლებია არ ჩატარებია.

დაზიანებული საფარი გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა მძღოლებსა და ქვეითებს.

გარდა გზების რეაბილიტაციისა ნადარბაზევში სასმელი წყლის სისტემის მოეწყობაც მიმდინარეობს.

Comments
Loading...