- Advertisement -

“ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ოფისთნ ერთმანეთს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

ბათუმში, ხელისუფლების მხარდამჭერი მოქლაქეები, რომლებიც ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების გუშინდელი აქციების გამო უკმაყიფილებას გამოთქვამენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი აქცია ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მიერ გუშინ გამართული აქციის საპასუხოდ გამართეს. მათივე თქმით, ოპოზიციის ქმედებები, უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება.
„მატ გუშინ დაარღვიეს კომენდანტის საათი, პროვოკაციულად მოცვივდნენ ჩვენს ოფისთან, სტიკერები გააკრეს, ეს ქცევა ნორმალურია და ჩვენი აქცია არა? ესენი არიან მიშას მონები“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ,- განაცხადა საპროტესტო აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
“ნაციონალური მოძრაობის” მოწინააღმდეგეებმა, აქციაზე, ცოცხები მიტანეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, მირდატ ქამადაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რას აპროტესტებენ პარტიის ოფისთან მისული ადამიანები.
„რას აპროტესტებდა ეს ხალხი, ვერ გავიგეთ, ვთხოვდით, მოდით, იქნებ თქვენი პრეტენზია მართლა რაღაცა ლოგიკასთან ახლოს არის-მეთქი, მაგრამ ამაზე პასუხი არ აქვთ და მიდიან. მთელი ქალაქი გამოიარეს, მოვიდნენ აქ და რა პრეტენზია აქვთ, არ იციან. ჰქონდათ დავალება, რომ აქ ხმაური აეტეხათ. არავითარი აგრესია ჩვენი მხრიდან არ ყოფილა“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

Comments
Loading...