საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის მაისის თვის შედეგებით, მაისში საპენსიო ფონდის პორტფელების დადებითი შედეგი, ძირითადად, საერთაშორისო აქციების მაღალმა შემოსავლიანობამ განაპირობა. აქციების ზრდის მთავარი ფაქტორი ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინვესტორთა განახლებული ოპტიმიზმი იყო, რაც გლობალურად ნახევარგამტარების, მეხსიერების ჩიპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასებზე დადებითად აისახა.
მაისში ყველაზე მაღალი, 2.49%-იანი მომგებიანობა დინამიკურმა პორტფელმა დააფიქსირა, რაც ამ პორტფელში საერთაშორისო აქციების უფრო მაღალი წილით აიხსნება. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების მომგებიანობამ, შესაბამისად, 1.99% და 1.29% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე სამივე პორტფელის მომგებიანობა დადებითია:
დინამიკური - 8.99%
დაბალანსებული - 7.45%
კონსერვატიული - 5.91%
დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან მიღებული შემოსავლიანობითაც ლიდერობს და მისი გაწლიურებული ამონაგები 15.51%-ს შეადგენს. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შემთხვევაში შესაბამისი მაჩვენებლები 13.90% და 10.40%-ია.
საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა მაისის ბოლოსთვის 9.4 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო ჯამურმა საინვესტიციო ამონაგებმა 2.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ხოლო საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 742 ათასი ადამიანია.
2026 წლის 31 მაისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 32,302 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 160,612,324.43 ლარი.
მაისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.4 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა.