საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან დადებული საპროცესო შეთანხმების შედეგად 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 8 პირი: ალექსანდრე გოგოლაძე, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია, გენადი კელიხაშვილი, დავით ღურწკაია და ევა შაშიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ამავე საქმეზე დაკავებული დავით სტურუა, დავით ჟღენტი, ზაქრო ალბუთაშვილი, კახაბერ მჟავანაძე, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და კონსტანტინე კოკაია პროკურატურის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან.