ქალაქ ფოთში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.

„ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ - ამ გზავნილმა გააერთიანა ღონისძიების ყველა მონაწილე. 21 მარტის მთავარი გმირები ფერად და მხიარულ აქტივობებში ჩაერთნენ - იცინეს, იცეკვეს და ბევრი ადამიანისთვის გასცეს სითბო. ღონისძიებას ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე დაესწრო, მიესალმა დამსწრე აუდიტორიას და ბავშვებს  სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
,,განსაკუთრებული ემოციით აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს.
ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ ეს განსაკუთრებული ადამიანები არ დავტოვოთ სიყვარულის, ყურადღების,  განათლებისა და თანასწორ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობის გარეშე"-განაცხადა ფოთის მერმა.  
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღმნიშვნელ „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიციას“ კიდევ ერთხელ შეუერთდა. სოციალური საწარმო ,,ბაბალეს'' წინდებით მხიარული ფოტოსესია შედგა.