ორი-სამი წლის განმავლობაში დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამინისტრომ გასული ექვსი თვის განმავლობაში, შერჩევითობის პროცედურის გავლით, შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით.
„სისტემური და განახლებადი რესურსების ფარგლებში, ორი-სამი წლის განმავლობაში დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები. ამისთვის სამინისტრო გასული ექვსი თვის განმავლობაში, შერჩევითობის პროცედურის გავლით, შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით. სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას, დაწეროს სახელმძღვანელოები და ეს სახელმძღვანელოები დაინერგოს შემდეგი სტანდარტით: ერთი სახელმძღვანლეო ყველა სკოლაში ერთი და იმავე დისციპლინაში. აღარ იქნება სხვადასხვა სახელმძღვანელოები. ყველა სკოლაში იქნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი სტანდარტი, ერთიანი ხარისხი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთიანი ცნობადობა, ერთიანი ხარისხის უზრუნველყოფა, ერთიანი პროცესისადმი ხელმისაწვდომობა და, რაც მთავარია, იქნება გაზომვადობა უზრუნველყოფილი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.