გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე, ათამდე მისამართზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მიმდინარეობს, როგორც საგზაო, ასევე,  წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები.

მათ შორის, საგზაო და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო განთიადის ქუჩაზე, ამავე ქუჩის I და II შესახვევებში და ხანძთის ქუჩის I შესახვევში.  ბოლო ეტაპზე, ორივე ქუჩაზე, დაახლოებით, 7 000  კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

განთიადისა და ხანძთის ქუჩებზე პროექტების განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან  710 000 ლარამდე დაიხარჯება.

აღნიშნულ ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე  ჩიქვინიძესთან ერთად, გაეცნო.