კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში კაცის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო. რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნი ცხედარი 72 წლის ავთანდილ ბენაიშვილს ეკუთვნის, რომელიც სავარაუდოდ მგელმა დაგლიჯა.

ადგილზე სამართალდამცველები  მუშაობენ.