საქართველოს მთავრობამ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი ხატია წილოსანი ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე წარადგინა
ხატია წილოსანი 2011 წელს იყო საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის თანამშრომელი.
2011-2012 წლებში იყო საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პარლამენტის კომუნიკაციის ცენტრის პროგრამის ასისტენტი.
2012-2017 წლებში სხვადასხვა დროს იკავებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და უფროსის თანამდებობას. 2017-2020 წლებში იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურის ერთეულის ხელმძღვანელი, მინისტრის მოადგილე.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
საქართველოს მთავრობის განკარგულება ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ხატია წილოსანის კანდიდატურის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენის თაობაზე