პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო კომიტეტებში „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტისა და მისი თანდართული მასალების განხილვა დაიწყება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შემუშავებული განრიგის თანახმად, ბიუჯეტის პროექტის განხილვა 4-10 ნოემბერს გაიმართება.

ბიურომ დღევანდელ სხდომაზე რეგისტრაციაში გაატარა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას მიერ წარდგენილი საპარლამენტო უმრავლესობის განახლებული სია და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ წარდგენილი საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სია.