პროექტის ‘’მე ვარ აფხაზეთი’’ განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას ორგანიზაცია “მშვიდობის ელჩები - ქვეყნის მომავლისთვის” საპატიო ელჩის ჯილდო გადაეცა.
სემეკის თავმჯდომარესთან ერთად, საპატიო ელჩის წოდებით დაჯილდოვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი,დავით ფაცაცია;
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი;
ჯანმრთელობის სახლის სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი პაპასკუა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ორგანიზაცია ,,თაობა 21 საქართველო“-ს მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ,,აფხაზეთი მე ვარ“ მე-7 ნაწილის ჩვენება გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა პროექტის ‘’აფხაზეთი მე ვარ’’ ავტორის, შორენა ჯავაშვილის ხსოვნას.
რიგით მე-7 ფილმი შეეხება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ ისტორიებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და საპარლამენტო უწყებების წარმომადგენლები, სამედიცინო უნივესრიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.