განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და ,,ლამპარის" 17 აღსაზრდელს სხვადასხვა საჩუქარი გადაეცა.

დავით ბახტაძე - ,,დღეს განსაკუთრებული დღეა.  შშმ პირთა უფლებების დაცვა, მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნა და მათთვის შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვთანამშრომლობთ დღის ცენტრ ,,ლამპართან" და მომავალში  ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება."

შშმ ბავშვთა ზრუნვაზე, პედაგოგთა ჩართულობაზე და ზოგადად, დღის ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა EDEC-ის ბავთვთა დაცვის პროგრამის მენეჯერმა, სოფიო კუპატაძემ.

დღეს ბავშვების განწყობაზე ანიმაციურმა გმირებმაც იზრუნეს.