ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომასა და წვერმაღალაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება:

წვერმაღალა - სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის აღდგენა და განახლება

სოფელი შრომა - ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც მინიმუმ 60 ბავშვზე იქნება გათვლილი

სოფელი შრომა (ხრიალეთის უბანი) - წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობა 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სამუშაოების მიმდინარეობას, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად გაეცნო.