სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ფინანსურ ფორუმზე Global Banking & Markets 2025 თიბისი ბრინჯაოსსპონსორად იყო წარმოდგენილი. ღონისძიება ერთ-ერთიუმნიშვნელოვანესი პროფესიული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს მაღალი რგოლის მენეჯერებსცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და თურქეთიდან.გლობალურ ფორუმში მონაწილეობენ წამყვანისაერთაშორისო და რეგიონული ბანკები, საინვესტიციოფონდები და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები.ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს მაღალი დონისდიალოგს, ახალ პარტნიორობებსა და კაპიტალისბაზრების განვითარებას.

გლობალურ ფორუმზე თიბისი კაპიტალისა და თიბისი აქტივების მართვის გუნდმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო საინვესტიციო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან. განიხილეს პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებები, ერთობლივი პროექტები და რეგიონული კაპიტალის ბაზრების განვითარების პერსპექტივები.

საერთაშორისო ღონისძიებაზე, სპეციალურ სტენდთან თიბისი ჯგუფის საქმიანობის გაცნობის შესაძლებლობა1000-ზე მეტ მონაწილეს ჰქონდა, რომლებიც რეგიონის მასშტაბით უმსხვილეს ფინანსურ კორპორაციებში წამყვან თანამდებობებს იკავებენ.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ დაჯილდოებაზე კი თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით გამოშვებულმა ობლიგაციებმა “წლის გარიგების” ნომინაციაში გაიმარჯვა. ჯილდო კომპანიამ Georgia Global Utilities (GGU)მოიპოვა, რომელმაც გასულ წელს 300 მილიონი აშშ. დოლარის მოცულობის მწვანე ევროობლიგაციები გამოუშვა.