- Advertisement -

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალი ადმინისტრაციული ერთეული – დაბა გომისმთა შეიქმნა

მას შემდეგ , რაც საქართველოს მთავრობამ კურორტ გომისმთას დაბის სტატუსი მიანიჭა, ოზურგეთის საკრებულომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებას, დღეს, რიგგარეშე სხდომაზე უყარა კენჭი. დადებითი დასკვნა წარმოადგინა საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიამ. საკრებულოს გადაწყვეტილების შედეგად, ოზურგეთს 30-ე ადმინისტრაციული ერთეული დაბა გომისმთა დაემატა.

“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ დღეს. დაბა გომისმთა უკვე არის ადმინისტრაციული ერთეული, რაც ნიშნავს ყველანაირ პირობას, უკვე შემუშავებული განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებისათვის, აგრეთვე კურორტზე არსებული მდგომარეობის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევისათვის და კურორტის გეგმაზომიერ განვითარებისათვის. ეს არის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს კურორტის ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ. პროექტის რეალიზაცია მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს და არის რეალური წინაპირობა მულტიმუნიციპალური თანამშრომლობის.“ – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ფოლკლორის ცენტრში, ჯანდაცვის სამინისტროს სრული რეკომენდაციების გათვალისწინებით გაიმართა. დაცული იყო სოციალური დისტანცია და უსაფრთხოების ზომები.

Comments
Loading...