- Advertisement -

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

47- 62 წლის მამაკაცები ბოქსირებულ პალატებში, COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, გუშინ მოათავსეს.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფებოდა ორი პაციენტი – 62 წლისა და 47 წლის მამაკაცები ფოთიდან. ორივე მათგანს ჩაუტარდა ტესტირება. მათი ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონა ვირუსი არ აღმოაჩნდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“.-განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

Comments
Loading...