- Advertisement -

ფოთში, ტრაილერის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მათი უკმაყოფილება, ახალი რეგულაციის მიხედვით დაწესებულმა წესებმა გამოიწვია.

როგორც თავად ჰყვებიან, საზღვრის გადმოკვეთისას, სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ, 72 საათში, განმეორებითი ტესტის გასაკეთებლად, საკარანტინო ზონაში, საკუთარი სახსრებით უნდა გამოცხადდნენ.

მძღოლების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მათ არ უწევთ საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება, ევალებათ 14 დღით საკარანტინო სივრცეში დარჩენა. ეს კი მათ დამატებით პრობლემას უქმნით. აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომაგდნელბი მივიდნენ და შეკრებილების მოთხოვნები მოისმინეს.
,,როდესაც რეისიდან ვბრუნდებით გვიტარდება სრაფი ტესტი საზღვარზე , მერე გვაძლევენ 72 საათს და ამდროის განმავლობაში ჩვენ ვერ ვახერხებთ ფოთში ჩამოსვლას , კონტეინერის დაცლას , ახალი რეისის ნახვას და უკან მიბრუნებას , ამდენი რამე ვერ ესწრება, რადგან არის მანქანები ძვველი, ტერმინელებიც ძველია, ეს ტერმინელებიც ვერ ერევა ერთად მანქანები დაცალოს , ამას დაახლოებით 2 დღე სჭირდება, როდესაც წითელი ხიდიდან აქამდე მოძრაობ. 2 დღის შემდეგ აუცილებლად უნდა გამოცხადდე საკარანტონე ზონაში , რომელიც მდებარეობს თბილისი, ანაკლია, ბათუმში. ამ დროს თუ რამე პრობლემა ჰქონდა მანქანას , ვერ ვაკეთებთ. საკარანტინე სივრციდან , რომ გამოდიხარ რეისი აღარ გხვდება და ვრჩებით ქუჩაში.ამის შემდეგ თუ რეისი გამოგვიჩნდა ახალი რეგულაციის თანახმად , ტესტის საფასურის გადახდა თვითონ მძღოლს უწევს. მოვითხოვთ , რომ ყველა მუნიციპალიტეტმა იზრუნოს ამ საკითხის მოგვარებაზე. 72 საათში ჩვენ ამდენი საკითხის მოგვარებას ვერ შევძლებთ, ამიტომ ეს მოსაგვარებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ წავალთ უბრალოდ რეისში და გადაზიდვები შეჩერდება, “- განაცხადა აქციის მონაწილე გია გეგიძემ.
მძღოლები, მათი მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, საპრიტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.

,,ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების საკითხი. ჩვენ მოვისმინეთ მათი მოთხოვნები. ამ საკითხებს აუცილებლად მივაწვდით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და იმედი მაქვს ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილება იქნება მიღებული.”- განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

Comments
Loading...