- Advertisement -

ფოთში, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი დაიწყო

ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორის გია რუხაძის განცხადებით, ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან იქნა აღებული და პასუხი პარასკევს, 12 ივნისს იქნება ცნობილი. მისივე თქმით, ეს პროცესი, მთელი სეზონის განმავლობაში, თვეში ორჯერ ჩატარდება.

„4 პლიაჟიდან ვიღებთ ნიმუშს, ეს არის მალთაყვის ძველი და ახალი, ეგრეთწოდებული გრეიფრუტის და კუნძულის უბნნის პლიაჟები. ზღვის წყალს, როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ქიმიურ მაჩვენებლებზე ანალიზი ჩატარდება. შემოწმება თვეში ორჯერ განხორციელდება, ანუ ორი კვირის ინტერვალით და
საბანაო ზესონის დასრულებამდე გაგრძელდება“_ განაცხადა ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორმა გია რუხაძემ.

Comments
Loading...