- Advertisement -

ქედისა და შუახევის სოფლებში მეწყრული პროცესებისგან ჩახერგილი გზები გაიწმინდა

უამინდობამ, პრობლემები შექმნა აჭარის მაღალმთიანეთში. უხვმა ნალექმა, მეწყრული პროცესები გააქტიურა, რის გამოც ქედისა და შუახევის სოფლებში, შიდა სასოფლო გზები გადაიკეტა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობალთის საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გაიწმინდა. ადგილზე მუშაობდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა.დეპარტამენტის ინფორმაციით, მთიდან ჩამოშლილი ქვებისგან გაიწმინდა სოფელ გოგაძეების გზა. ორივე სოფელში აღდგენილია ავტომანქანით გადაადგილება.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქედაში, სოფელ წონიარისში, სადაც მეწყრული პროცესების გაააქტიურების გამო, ორ ოჯახთან დამაკავშირებელი შიდა საავტომობილო გზა გადაიკეტა.
„ მისასვლელი გზები ოპერატიულად იქნა გაწმენდილი და ამ დროისთვის საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ჯაიმელას უბანში, საკარმიდამო ნაკვეთში განვითარებულ მეწყერს, ამინდის დასტაბილურებისთანავე გაიწმინდება. სამივე ლოკაციას გეოლოგები უახლოეს დღეებში შეისწავლიან“,-აცხადებენ, ქედის მერიაში.

Comments
Loading...