- Advertisement -

ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულმა კიდევ ორმა ადამიანმა Covid-19 დაამარცხა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისისა და ქუთაისის კლინიკებში მკურნალობის შემდეგ, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულმა კიდევ ორი პირმა Covid-19 დაამარცხა.

პირველი დადასტურებული შემთხვევის ჩათვლით, კორონავირუსი ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 36 ადამიანს დაუდასტურდა.
ბათუმის კლინიკაში გამოჯანმრთელებულ 40 პირთან ერთად სულ აჭარაში დადასტურებული შემთხვევებიდან 42-მა პირმა დაამარცხა კორონავირუსი.

Comments
Loading...