ქობულეთის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებზე სასურსათო პროდუქტების გაცემის შემდგომი ეტაპი დაიწყო iRegions.Geრეგიონები დამატების თარიღი 10 მაისი, 2020 7 ქობულეთში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სასურსათო კალათის დარიგების მე-3 ეტაპი დაიწყო. არამალფუჭებადი პროდუქტები 2 800 ბავშვს გადაეცემა. სოციალური კალათებისთვის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბაღების გაერთიანების ბიუჯეტიდან 111 ათას 664-ლარი გამოიყო. პირველ ეტაპზე სურსათი სოციალურად დაუცველ და სპეციალური საჭიროების მქონე ოჯახებს გადაეცათ. სასურსათე პროდუქტების დარიგება სამი დღე გაგრძელდება. მშობლები აღსაზრდელებისთვის განკუთვნილ სასურსათო პროდუქტს თავისივე ბაღიდან მიიღებენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში 29-საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. ბაღებისასურსათო კალათაქობულეთი