- Advertisement -

ქუთაისის ლაბორატორიაში Covid19-ზე გამოკვლეული 244 ბიოლოგიური ნიმუშიდან ყველა უარყოფითია

ამის შესახებ “აიპრესს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

კვლევა ჩაუტარდათ სამიზნე ჯგუფებს. მათ შორის არიან სატვირთო ავტომობილების მძღოლები, სამედიცინო პერსონალი და კლინიკებში მოთავსებული პაციენტები.
იმერეთის მასშტაბით 2 საკარანტინო ზონაა განთავსებული, სადაც დაკვირვების ქვეშ 140-მდე პირი იმყოფება.

Comments
Loading...